Monday, November 18, 2019

პროექტის სახელწოდება: სოციალური  პროექტი ,,ბუნება ჩვენი მეგობარია“



1.      პროექტის სახელწოდება: სოციალური  პროექტი ,,ბუნება ჩვენი მეგობარია“
2.      პროექტის მონაწილეები:  მე-7ა კლასის  მოსწავლეები

3.    პროექტის ხელმძღვანელი: ეკა ალიმბარაშვილი

4.      პროექტის განხორციელების ვადები:  1 კვირა

5.    პრობლემის ანალიზი
თანამედროვე მსოფლიოში  იჩეხება  და  ნადგურდება ბუნება.  გაჩეხილი აღარ ივსება,აღარ ირგვება ხეები საქართველოში საახალწლოდ უამრავ ჯანსაღ ნაძვს ჭრიან, რაც საზიანოა გარემოსათვის და ქმნის ეკოლოგიურ საფრთხეს.


6.    პროექტის მიზანი
         -  მოსწავლეთა დაინტერესება ბუნების მოვლასა და ნერგების დარგვაზე;
          - მშობელთა აქტიური ჩართვა სასკოლო ცხოვრებაში;
         -   მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ტყისადმი მზრუნველობითი დამოკიდებულება;
         -   მცენარეების მნიშვნელობა;
         -   რატომ უნდა გავუფრთხილდეთ ბუნებას;
         -   ზიანი,რომელიც მოაქვს ბუნების განადგურებას;

7.    პროექტის ამოცანები
-პროექტის თემასთან დაკავშირებით მასალის მოძიება: როგორ დავრგოთ, მოვრწყათ , გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ -არამარტო ახალ ნერგებს, არამედ უკვე არსებულ ხეებსაც.
-ბუნების მოვლის ჩვევის  ჩამოყალიბება
-ბუნების სიყვარულის მიმართ საკუთარი დამოკიდებულებისა და ხეების მოვლაზე მსჯელობის უნარის გამომუშავება;


8.    მოსალოდნელი შედეგები
-         მოსწავლეები და მათი მშობლები არაფორმალურ გარემოში უკეთ დაუახლოვდებიან და გაიცნობენ ერთმანეთს, გაეცნობიან ერთმანეთის პოზიტიურ მხარეებს;
-         საფუძველი ჩაეყრება მოსწავლეთა თანამშრომლობას, მათგან გუნდის შექმნას, რაც გახდება სამომავლოდ ბუნების განადგურების პრევენციის საფუძველი;
-         მოსწავლეები პროდუქტიულად და ადეკვატურად ითანამშრომლებენ კლასელებთან;
-         საერთო საქმის კეთებისას შეძლებენ ერთიანობისა და ეთიკური ქცევის დემონსტრირებას.

9.    საჭირო რესურსები: ხის ნერგები, ნერგის დარგვისთვის საჭირო აღჭურვილობა , სარწყავი ჭურჭელი.

10. მიზნობრივი ჯგუფები: მოსწავლეები;

11. ამოცანების განსახორციელებლად საჭირო საქმიანობები

დრო
პროექტის მსვლელობა

1
18 ნოემბერი
პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
მასწავლებელი მოსწავლეებს წარუდგენს პროექტს საბოლო სახით, გააცნობს მათ განსახორციელებელ ღონისძიებებს, პროექტის იდეებს, საჭირო რესურსებს და ა.შ.
2
20   ნოემბერი
ჯგუფებად დაყოფა და დავალებების გადანაწილებადა კვლევის განხორციელება
1.      ჯგუფი - დარგონ და მორწყონ წიწვოვანი ხის ნერგი;
2.    ჯგუფი - დარგონ და მორწყონ ფოთლოვანი ხის ნერგი;
3.     ჯგუფი - მორწყონ გასულ წელს დარგული შერეული ტყის ნერგები;
3
22
ნოემბერი
დისკუსია-ბუნებაში ყოფნისას ქცევის წესების შემუშავება-განხილვა
4
25 ნოემბერი
ბუნებაში წასვლა – პრეზენტაცია–ჯგუფების მიერ დარგული და მოვლილი ნერგების წარდგენა მშობლებისათვის. შემეცნებით გასართობი აქტივობები მოსწავლეთა და მშობელთა ჩართულობით, მხარის ღირსშესანიშნაობების მონახულება, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ეზოში მდებარე მცენარეების დათვალიერება და გაცნობა.

                                                                                               აკვირვების ფურცელი



შენიშვნები
მოსწავლის სამუშაო ჩვევები
·                     მუშაობს თუ არა მოსწავლე ინდივიდუალურად, დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად?
·                     ცდილობს თუ არა იგი სხვებს დაეხმაროს? როგორ აკეთებს ამას?
·                     რამდენად წარმატებით ცდილობს იგი ითხოვოს და მიიღოს საჭირო დახმარება? ვისგან იღებს დახმარებას? 
·                     არის თუ არა მოსწავლე დავალებაზე კონცენტრირებული თუ ადვილად ეფანტება ყურადღება?
·                     აქტიურად ერთვება თუ არა იგი პრობლემის გადაწყვეტაში?

მოსწავლისმოსაზრებები
·                     ცდილობს თუ არა მოსწავლე ახსნას თავისი მოსაზრებები?
·                     ამყარებს თუ არა იგი თავის მტკიცებულებებს?
·                     სერიოზულად განიხილავს და იყენებს თუ არა იგი სხვების წინადადებებსა და მოსაზრებებს?

კომუნიკაცია
·                     საუბრობს თუ არა მოსწავლე ინფორმაციის დაზუსტების და  სხვებთან კომუნიკაციის მიზნით?
·                     კომფორტულად გრძნობს თუ არა იგი თავს როგორცმოსაუბრის“, ისემსმენელისროლში?
·                     აქვს თუ არა მას გამბედაობა მოხსენებით წარსდგეს მთელი კლასის წინაშე? 
·                     შეუძლია თუ არა მოსწავლეს მოხერხებულად წარმოადგინოს როგორც ჯგუფის მიერ შეთანხმებული მოსაზრება, ისე საკუთარი ნააზრევი? 
·                     შეუძლია მას გააერთიანოს და შეაჯამოს ინდივიდუალური ანჯგუფური ნააზრევი?

თანამშრომლობა
·                     ანაწილებს თუ არა ჯგუფი დავალებას წევრებს შორის? 
·                     თანხმდება თუ არა ჯგუფი დავალების შესრულების დასაწყებად საჭირო გეგმაზე ან
სტრუქტურაზე?
·                     იყენებს თუ არა ჯგუფი მიცემულ დროს პროდუქტიულად?
·                     ეხმარება თუ არა ჯგუფი ყოველ წევრს?
·                     იძლევა თუ არა ჯგუფი ლიდერობის უნარის განვითარების საშუალებას?        




No comments:

Post a Comment