Monday, November 11, 2019


   სოციალური პროექტი : "კლასიკური  მუსიკის როლი  და გავლენა"
  პროექტის მთავარი იდეა: კლასიკური მუსიკის სწორად მიწოდება, მუსიკალური გემოვნების განვითარება და მისი დადებითი მხარეების წარმოჩინება.

   პროექტის აქტუალურობა :რეალურ ცხოვრებაში  აუცილებელი გახდა  კლასიკური მუსიკის მიმართ  მეტი ინტერესის გაღვივება , მოსწავლეთა კულტურის, ესთეტიკის დახვეწა,გააზრების და შედარების უნარების განვითარება.
   პროექტის  მიზნები : სკოლის მოსწავლეებში კლასიკური მუსიკისადმი ინტერესის გაღვიძება,მოსმენის ჩვევის გამომუშავება,ინფორმირება, კლასიკური მუსიკის სხვაადასხვა ჟანრის გაცნობა, შემოქმედებითი უნარის ზედა შრეებზე ამოწევა
   VII-1  კლასი  
   ხანგრძლივობა: 3 კვირა











  ავტორი: ეკა ალიმბარაშვილი           
 სოციალური პროექტი: „შეაჩერე ჩაგვრა!!!“
პროექტის მთავარი იდეა: ბულინგის პრობლემა  და ფორმები სოციუმში
პროექტის აქტუალურობა : რეალურ ცხოვრებაში  აუცილებელი გახდა ჩაგვრის თემაზე ხმამაღლა საუბარი;თუ რამდენი მოსწავლე, ვისი მხრიდან და რა ფორმით ხდება ძალადობის მსხვერპლი. დღევანდელობისთვის მეტად აქტუალური საკითხის გამო, საჭიროდ ჩავთვალე მოსწავლეებისა და მათი მშობლების ჩართვა,ერღგვარი ინტერვიუ

პროექტის  მიზნები : სკოლის მოსწავლეებში მოსწავლეთა ინფორმირება და გაანალიზება გარკვეული რთული შემთხვევების,პრევენციის გზების მოსწავლეებთან ერთად ძიება და სკოლის,  მანდატურის სამსახურის ჩართულობა.მოსწავლეები და მათი მშობლები შეძლებენ მართებულ და ვირტუალურ სამყაროში თანამშრომლობას, ტოლერანტულობის  უნარ-ჩვევებს.
 VIII-2  კლასი 


ხანგრძლივობა: 2 კვირა
ავტორი: ეკა ალიმბარაშვილი           

მუსიკის  წრის სამუშაო პროგრამა/განრიგი

მუსიკის წრე: „გიტარა,,
წრის ხელმძღვანელი: სსიპ    ქალაქ   თბილისის # 162-ე საჯარო სკოლის  მუსიკის  პედაგოგი: ეკა ალიმბარაშვილი
ელ.ფოსტა: ekasally@gmail.com
წრის ხანგრძლივობა: 2019-2020 სასწავლო წლის პირველი სემესტრი, 9(+3) შეხვედრა. თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა ერთი საგაკვეთილო საათი.
  მოკლე დახასიათება და მიზანი:
       
 .  წრის დასახელებად შევარჩიე   ,,გიტ არ ა,,  წრის ფარგლებში იგეგმება მუსიკის რაობის შემეცნება,პერიოდიზაცია, ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების და მათი სიმღერების გაცნობა. საწრეო შეხვედრებზე მოსწავლეები იმუშავებენ აკორდების შესწავლაზე.  წრის მუშაობა  მოსწავლეებს ხელს შეუწყობს შემოქმედებითი და კომუნიკაციური  უნარის განვითარებაში.  მოსწავლეები  მუსიკალურ- თეორიულ  ცოდნაზე დაყრდნობით შეძლებენ დ აუ კრ ან სხვად ასხვა სიმღერები.    წრე  მოსწავლეებს   საშუალებას მისცემს შეიცნონ და გაითავისონ მუსიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში.

.   წრის მიზანია   მოსწავლეებს     შეაყვაროს  მუსიკა, როგორც   საგანი.  გაუჩნდეთ მეტი       ინტერესი    სიახლეთა  აღმოჩენისა და შეცნობის მიმართ;დაეხვეწოთ მუსიკალური გემოვნება, გამოუმუშავდეთ მუსიკალური ნაწარმოებების  შეფასების  უნარი;    მოსწავლეებმა  შეისწავლონ გიტარაზე დაკვრა.
წრეზე განსახილველი თემები ე.ს.გ-ს მიხედვით წინასწარ არის გაწერილი და ემსახურება:
1.მოსწავლის მიერ მოსმენილი მასალის გააზრებას,კონკრეტული ინფორმაციის მოძიებას.მოსწავლის დამოუკიდებლად  მუშაობის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას;
2.საკუთარი სიტყვებით გადმოსცეს მოსმენილის შინაარსი,გაიფართოვოს აზროვნების თვალსაწიერი , დაკვირვება და გაანალიზება.
3.მოსმენის უნარის განსავითარებლად გავააქტიუროთ აზროვნების საფეხურები: ცოდნა,აღქმა,მისადაგება,ანალიზი და შეფასება
4.ე.ს.გ.გეგმით მოსმენილისა და გააზრებულის  მიმართ ინტერესის გაღვივებას,განმტკიცებას და გააზრებულის ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებას 

  



                                                     ქ.თბილისის 162-ე საჯარო სკოლის
                                წრის  მუშაობის სამოქმედო გეგმა მუსიკაში  1-ელ სემესტრში
                                                            2019-2020 სასწავლო წელი
#
აქტივობა
თარიღი
#
აქტივობა
თარიღი
1
გიტარის ისტორია და რაობა
2.10
2
აკორდები
9.10
3
აკორდები + რითმი
16.10
4
სიმღერა ,,თუკი გესიზმრები,, დაწერის ისტ,ტექსტის განხილვა და შესწავლა:1სტროფი
23.10
5
სიმღერა ,,თუკი გესიზმრები,, 1სტროფი + მისამღერი,დასრულება და ახ აკორდები
30.10
6
აკორდები +რითმი
+სიმღერა ,,საქართველო ლამაზო(სრულად)
6.11
7
აკორდები +ახ. რითმი
,,ჩემო ციცინათელა,, სიმღ.ისტორია,ტექსტის გაშლა-განმარტება
13.11
8
 ინოლა გურგულია აკორდები
ი.გურგულია ,,გზები,,-ისტორია,განხილვა და შესწავლა აკორდების ნაწილის

20.11
9
ი.გურგულია ,,გზები,,-შესწავლა  აკორდების+რითმი
28.11
10
,,ადამიანი,,-ტექსტის განხილვა და   1 - ლი სტროფი +მისამღერი
4.12
11
აკორდები +ახ. რითმი
,,ადამიანი,,-ტექსტის განხილვა და 1-2 სტროფი+მისამღერი
11.12
12
შეჯამება
18.12